ახალი ამბები

გაყიდული საფეხბურთო მატჩები თურქეთის ჩემპიონთა ლიგაში

3 ივლისი, 2011 • • 1013
გაყიდული საფეხბურთო მატჩები თურქეთის ჩემპიონთა ლიგაში

გარიგებული თამაშების გამო თურქეთში წამყვანი საფეხბურთო კლუბის, “ფენერბახჩეს” პრეზიდენტი  და ვიცე–პრეზიდენტი დააკავეს. თურქულ  საფეხბურთო სფეროში კორუფციული გარიგებების გამო 30–მდე ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელი პირები და ფეხბურთელები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაპატირმებულთა შორის არიან კლუბ  Eskisehirspor–ის ტექნიკური დირექტორი უმიტ კარანი და  კლუბ Trabzonspor–ის ვიცეპრეზიდენტი ნევზატ საკარი.  სამართალდამცვეელბმა ასევე აიყვანეს კლუბების Genclerbirligi–სა და Ankaragucu–ს ფეხბურთელი და მეკარე. პოლიციამ სპეცოპერაცია თურქეთის 12 ქალაქში ერთდროულად ჩაატარა. ამჟამად თურქეთის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მატჩების გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, წინასწარ იყო გაყიდული. ჯერჯერობით, საფეხბურთო კლუბების მხრიდან ოფციალური კომენტარები არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი