ახალი ამბები

პოლიციის უფროსი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა

2 ივლისი, 2011 • • 1066
პოლიციის უფროსი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა

Image 4109
ტელეკომპანია ”მაესტროს” კადრი

მოქალაქის ცემის გამო ზედა ეწერის პოლიციის განყოფილების უფროსი ლაშა ერქომაია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდა 26 წლის ალექსანდრე სართანიას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს.

მომხდარზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. ალექსანდრე სართანიას თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ცემისა და ძალადობის კვალი ეტყობა. ტელეარხ ”მაესტროსთან” საუბრისას ალექსანდე სართანია ამბობს, რომ მას პოლიციის უფროსმა ხელები შეუკრა და სხვა პოლიციელებისა და საკუთარი ცოლის თანდასწრებით კოლხეთის ტყეში სასტიკად სცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი