საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ვადა დღეს, 30 ივნისს, იწურება. არსებული ხუთი პარტიის გარდა მას ხელი კიდევ ორმა სუბიექტმა,  საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიულმა და ქრისტიან-დემორკატიულმა სახალხო პარტიამ,  მოაწერა.

დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინახება და პოლიტიკური პარტიები ხელს სწორედ იქ აწერენ. დღევანდელი მდგომარეობით  შეთანხმებას ხელი შემდეგმა პარტიებმა მოაწერეს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ–დემოკრატიული პარტია,” “ჩვენ თვითონ”, ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია”, პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტია.”

ხელისუფლების შეთავაზებები მიუღებელი აღმოჩნდა დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის, რის გამოც ისინი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ.

ამავე თემაზე:

რას სთავაზობს ხელისუფლება “ოპოზიციურ რვიანს”

ალასანია: “გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ შეთანხმებად”




Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *