სამხრეთ ოსეთის დე-ფატქო რესპუბლიკაში 2011 წლის 11 სექტემბერს რეფერენდუმია დაგეგმილი, რომლის მთავარი კითხვა იქნება: ”ხართ თუ არა თანახმა, სახელმწიფო ენად გამოცხადდეს რუსული და ოსური?” ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა “Кавказский узел” იუწყება.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას  დე-ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რეფერენდუმის შესახებ 29 ივნისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აცნობა.

“Кавказский узел-ის” ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას უკვე დაევალა  ფინასნური და მატერიალური რესურსების მობილიზება რეფერენდუმის ჩატარებისთვის, ხოლო საარჩევნო კომისიამ  რეფერენდუმის კანონის შესაბამისად ჩატარებისა და მასში მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფის დავალება მიიღო.

ამჟამად, ცხივნალის რეგიონში სახელმწიფო ენად ოსურია აღიარებული, თუმცა დე-ფაქტო სახელმწიფოს ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის 2 ივლისს საკუთარი პარტიის ყრილობაზე გაანცხადცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *