ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური ”მედია პალიტრის” ფინანსურ შემოწმებას იწყებს

29 ივნისი, 2011 • • 1153
შემოსავლების სამსახური ”მედია პალიტრის” ფინანსურ შემოწმებას იწყებს

საქართველოს ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დღეიდან ”მედია პალიტრის” ექვს ორგანიზაციაში გასვლით საგადასახადო შემოწმებას ეტაპობრივად დაიწყებს. მაკონტროლებელი უწყება შეამოწმებს ექვს შ.პ.ს-ს: გამომცემლობა ”კოლორი”, ”პოლიგრაფიული მასალები”, ”ელვა სერვისი”, ”ჯ.ე.პ”, გამომცემლობა პალიტრა L“ და ”ბიბლუსი”.

შემოსავლების სამსახური ”მედია პალიტრის” შემოწმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ექვსივე ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ფინანსური შემოწმება კანონით დადგენილი წესებით ხორციელდება.

”გასვლითი საგადასახადო აუდიტი კომპანიებში კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარდება და  არც ერთ ორგანიზაციაში არ შეფერხდება სამუშაო რეჟიმი. ასევე, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ  გასვლითი საგადასახადო შემოწმებით ხელი არ შეეშლება მ”ედიაპალიტრის”  მასობრივი ინფორმაციების საშუალებების მუშაობას და ინფორმაციის გავრცელებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმების პროცესის მიმდინარეობის შესახებ  საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას მოახდენს, ” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

“მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახური შევიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი