ახალი ამბები

ხელისუფლების წინადადებებს თორთლაძის პარტიაც დათანხმდა

28 ივნისი, 2011 •
ხელისუფლების წინადადებებს თორთლაძის პარტიაც დათანხმდა

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დღეს, თანხმობის ნიშნად, “საქართველოს დემოკრატიული პარტიის” (პარტიის ლიდერი გია თორთლაძე) წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინახება და სწორედ იქ ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ მასზე ხელმოწერა.

გუშინ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ხუთმა პარტიამ მოაწერა. ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ–დემოკრატიული პარტია” და “ჩვენ თვითონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი