ახალი ამბები

ალასანია: მხოლოდ ხელისუფლებას აქვს შეღწევა ასეთ მასალასთან

12 მარტი, 2016 • 1476
ალასანია: მხოლოდ ხელისუფლებას აქვს შეღწევა ასეთ მასალასთან
პარტია “თავისუფალი დემოკრატების”ერთი-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასნიამ სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით “კურიერთან” ისაუბრა.

“პრემიერ-მინისტრი როდესაც დაინიშნა თავის თანადებობაზე, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ვერც ერთი ცვლილება ვერ განახორციელა ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს არ უნდოდა, რომ ეს ცვლილებები განხორციელებულიყო. ბიძინა ივანიშნილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილეზე არის პირდაპირ გასული, პირდაპირ იღებს დავალებებს ის ადამიანი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად საფუძვლიანია, რომ ეს ვერსიაც განიხილებოდეს სამართალდამცავი სტრუქტურის და პრემიერმინისტრის მიერ დავალებული გამოძიება აქეთკენაც უნდა იყოს. ხაზს ვუსვამ, ლოგიკურად, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ შეღწევა ასეთ მასალასთან, ეს მასალა არ იყო განადგურებული, ეს მასალა დევს სპეცსამსახურებში.  ასევე შეიძლება იყოს ეს ძველი ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული, მაგრამ მე დღეს აბსოლუტურად მგონია შინაგანად, რომ იმ მოვლენების განვითარებით, როგორც ხდებოდა ბოლო წლების განმავობაში და ბოლო, განსაკუთრებით 1 წლის განმავლობაში, მანიპულირება პირადი ცხოვრებით, როგორც ხდებოდ ჩარევა და მუქარები სხვადასხვა მედიის, საკონსტიტუციო სასამართლოს თუ სხვა მოქალქეების წინააღმდეგ. მე ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ხელისუფლების გარკვეული შტოდან მოდის ეს თავდასხმა,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მასალების დაგროვება მოხდა წინა ხელისუფლების დროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ეს მასალები არ განადგურებულა.

“მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში და მათ შორის, სამართალდაცავ სისტემაში არიან ძალები, რომლებიც არ იმართება პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს და დიდი ალბათობით აქედან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადადგმული,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი