„ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი საქართველოს მთავრობისგან 15 სექტემბერს სკოლაში უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებს”, – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
მინისტრის თქმით, უკვე გამოყოფილია დაახლოებით 8 მილიონი ლარი, რითაც მოხდება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შეძენა.
“ვიყიდით 800 ათას წიგნს. 1-დან მე-6 კლაისის ჩათვლით წიგნებს მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის ქულა არის 70 ათასზე ნაკლები, ხოლო მე-7–დან მე-12 -ს ჩათვლით – 57 ათას ქულაზე ნაკლები. ამით მივაღწევთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შემოსავალი აქვს ამ ბავშვების მშობლებს, ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი დონის განათლება,” – განაცხადა შაშკინმა 27 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
