ახალი ამბები

პარლამენტარების ვიდეოპაემანი ციხეში

28 ივნისი, 2011 •
პარლამენტარების ვიდეოპაემანი ციხეში

არასრულწლოვანთა დაწესებულებების შემდეგ ვიდეოპაემნების სერვისი ქსნის #15 დაწესებულებაში ამოქმედდა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოპაემნისთვის საჭირო აპარატურა ეტაპობრივად სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც განთავსდება. ახლობლებს კი მსჯავრდებულებთან ურთიერთობა პრობაციის ბიუროებიდან შეეძლებათ.

ქსნის #15 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებთან პირველი ვიდეოპაემანი გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ და მისმა მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ განახორციელეს. ისინი მსჯავრდებულებს თბილისის პრობაციის ბიუროდან გაესაუბრნენ.

ვიდეოპაემნის უფლების მქონე პირთა წრე შეუზღუდავია, მისი ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრება, სერვისით სარგებლობა კი თვეში სამჯერ არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი