ახალი ამბები

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება

27 ივნისი, 2011 •
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე თანხმობის ნიშნად  დღეს ხუთმა პარტიამ მოაწერა ხელი. ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ–დემოკრატიული პარტია” და “ჩვენ თვითონ”.

დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინახება და სწორედ იქ ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ მასზე ხელმოწერა. ცესკოს ცნობით,  საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტზე ხელის მოსაწერად პარტიებს კიდევ ორი დღის განმავლობაში ექნებათ ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი