ახალი ამბები

23 აბი მეტადონისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12 მარტი, 2016 •
23 აბი მეტადონისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.

“სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი“, ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა,”- აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავაშსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი“, ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Friday, March 11, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი