დღეიდან, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,   ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ქსელების ნუმერაცია იცვლება.

მობილური ქსელის და ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტები  27 ივნისიდან  ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” მიმართულებით ზარებს შემდეგი ციფრების კომბინაციის აკრეფის შემდეგ შეძლებენ: „მაგთიფიქსის“ აბონენტთან დასაკავშირებლად საჭიროა ავკრიფოთ: 8–790 XX XX XX, ხოლო „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელის აბონენტთან დაკავშირება ციფრების 8-791 XX XX XX ამ თანმიმდევრობის აკრეფის შემდეგ მოხდება.

რაც შეეხება, ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებს, 27 ივნისიდან მობილურ ქსელში  სააბონენტო ნომერს ამ თანმიმდევრობით არკეფენ:– 8-5XX XX XX XX, ხოლო ფიქსირებულ ქსელში (ე. წ. ქალაქის ნომერზე) დასარეკად (მაგალითად, თბილისი) 8–32 2 XX XX XX ციფრების ეს კომბინაცია უნდა აკრიფონ.

”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ქსელის აბონენტებმა ერთმანეთთან დასაკავშირებლად უნდა აკრიფონ : „მაგთიფიქსის“ შემთხვევაში– 790 XX XX XX და ”სილქნეტის” უსადენო ქსელის აბონენტებმა– 791 XX XX XX.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ სატელეკომუნიკაციო  კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე :

კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) – 17-00-00;          ქ. თბილისი – 217-00-00;

კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი  და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი –  277-01-77;

კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  0611; ქ. თბილისი – 220-06-11;

კომპანია ”სილქნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები – 2-100-100;

კომპანია ”ახალი ქსელების” და ”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00;

კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონზე:  ქ.რუსთავი- 508.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *