ახალი ამბები

ქარტიის საბჭო ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ

26 ივნისი, 2011 • 1025
ქარტიის საბჭო ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაზეთ „რეზონანსისა“ და ონლაინგამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

“გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, „ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, გამგებელი ზურაბ ფიცხლაური „რეზონანსის“ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილზე ზეწოლას ახლა უკვე არა მარტო სიტყვიერი მუქარით, არამედ შანტაჟით აგრძელებს. მან გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ განაცხადა, თითქოსდა აქვს მაკომპრომატირებელი მასალა ჟურნალისტის „აგენტობის“ შესახებ.

tspress.ge-ს ინფორმაციით, ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტ იზა სალაყაიას პუტინის მიერ მართული უწოდა, სიტყვიერად დაემუქრა და დასძინა, რომ ამ გამოცემას აფინანსებს და მართავს ვლადიმერ პუტინი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნულ ბრალდებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. საბჭოს მიაჩნია, რომ მარი ოთარაშვილის მიმართ ადგილი აქვს შანტაჟს, რაზედაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტები არღვევენ ეთიკურ სტანდარტებს, რეაგირებისათვის განცხადებით საბჭოს მიმართონ.”

ამავე თემაზე:

ახალგორის გამგებელი ”რეზონანსის” ჟურნალისტს აგენტობაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი