ახალი ამბები

“არ აწამო, არ გაჩუმდე, არ დაფარო, არ შეეგუო”[Video]

26 ივნისი, 2011 • 1519
“არ აწამო, არ გაჩუმდე, არ დაფარო, არ შეეგუო”[Video]

ყვითელი ფერის ლენტი წარწერით –”არ აწამო” დღეს თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორის შესასვლელთან “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” 50 –მდე წევრმა გააკრა.

რამდენიმეწუთიანი მდუმარე აქცია “საიამ”თბილისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც, წინასწარი დაკავების იზოლატორებთან, წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა.

“ამ აქციას აქვს სამი ძირითადი მესიჯი: პირველ რიგში, ჩვენ ვაპროტესტებთ ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ის საქართველოში არსებობს. ეს უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას. იზოლატორებთან სწორედ იმიტომ ვმართავთ აქციას, რომ აქ ხდება იმ პირების მოთავსება, ვისაც ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. სადაც არ არსებობს ადამიანისთვის ელემენტარული პირობებიც კი. მეორე მესიჯი– ჩვენ მოვუწოდებთ ყველა წამების მსხვერპლს, რომ არ შეეშინდეთ, ისაუბრონ ხმამაღლა ამის შესახებ და არა მხოლოდ ჩვენთან, პირად საუბრებში, რადგან  როდესაც უკვე საჩივრის დაწერას ვიწყებთ, ისინი ამაზე საუბარს ერიდებიან. მესამე–ეს არის მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული წამების ყველა საქმე, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ, 26 მაისს აქციის დაშლის დროს მოხდა”,–აცხადებს აქციის მონაწილე “საიას” აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინე ფოფხაძე.

აქციის მონაწილეებს ეცვათ შავი ფერის მაისურები წარწერით– “არ აწამო, არ გაჩუმდე, არ დაფარო, არ შეეგუო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი