ახალი ამბები

დღეს თბილისის საკრებულო პრემიების აკრძალვაზე ინიციატივას განიხილავს

24 ივნისი, 2011 • 1099
დღეს თბილისის საკრებულო  პრემიების აკრძალვაზე ინიციატივას განიხილავს

დღეს თბილისის საკრებულო კენჭს უყრის საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის პრემიების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

 

თინა ხიდაშელმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს საკრებულოში, დღეს განაცხადა, რომ ყველაზე დიდი პრემია, რომელიც ამომრჩეველმა საკრებულოში არჩევით გამოცხადა, ხალხის ნდობა და ყოველდღიურ შრომაა, «რათა ასეთი ნდობა კიდევ ერთხელ, ოთხი წლის შემდეგ მივიღოთ. ჩვენ საქმიანობას რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიები თუ ფინანსური წახალისება არ უნდა ჭირდებოდეს”.


მასალების გადაბეჭდვის წესი