ახალი ამბები

კიწმარიშვილი: ჩვენ სააკაშვილს ჩამოვაგდებთ

23 ივნისი, 2011 • • 997
კიწმარიშვილი: ჩვენ სააკაშვილს ჩამოვაგდებთ

“სააკაშვილს ჩვენ მართლა ჩამოვაგდებთ, ოღონდ არა ასეთი კომიკური ისტორიებით. მას ჩამოვაგდებთ ისე, როგორც დიქტატორი იმსახურებს – სამოქალაქო აქტივობით და ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების რეალიზების გზით”,–ამბობს ეროსი კიწმარიშვილი, ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი.

ეს განცხადება ეროსი კიწმარიშვილმა დღეს, 23 ივნისს, ქართული პარტიის ოფისში გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებს ხვდებოდა. მისი თქმით, ეს რეჟიმი დაემხობა. და დამხობის მონაწილე ქართული საზოგადოება იქნება.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სიტყვაში “დამხობა”, ეროსი კიწმარიშვილი განმარტავს: ” იმ გზით, რა გზითაც ემხობა მსგავსი ტიპის რეჟიმი”. ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა  მშვიდობიან ფორმებს, პარტიის ლიდერი, კიწმარიშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივობა ყოველთვის მშვიდოაბინია, თუმცა გააჩნია, თუ რა პასუხს გასცემს ხელისუფლება მშვიდობიან სამოქალაქო აქტივობას.

 

ეროსი კიწმარიშვილი ©  თაზო კუპრეიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი © თაზო კუპრეიშვილი

 

ამავე თემაზე:

სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი