ახალი ამბები

სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

23 ივნისი, 2011 • • 939
სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატებს შეხვდა

დღეს, 23 ივნისს, ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატებს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაში, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაცით, მონაწილეობდნენ: საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური მდივნის მოადგილე ჰანნა ეიბენშტაინერი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დევიდ გეილი, საქართველოში ევროკავშირის მისიის პოლიტიკური მდივნის წარმომადგენელი ნინო ღუდუშაური.

ქართული პარტიის პრესსამსახურის ინფორმაცით, სოზარ სუბარმა სტუმრებს გააცნო „ქართული პარტიის“ წევრების პოლიტიკური დევნის კონკრეტული შემთხვევები, მათ შორის, პარტიის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარის გოჩა კაკოიშვილის წამების ფაქტი.

 

ამავე თემაზე:

შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი