ახალი ამბები

აშშ მომავალი თვიდან ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანას იწყებს

23 ივნისი, 2011 • 1051
აშშ მომავალი თვიდან ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანას იწყებს

აშშ ავღანეთიდან მიმდინარე წელს  10 ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანას გეგმავს. აშშ–ს სამხედროთა შემცირება ავღანეთში ივლისში დაიწყება. ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის მიმართვაში ისაუბრა.

„შემდეგი თვის დასაწყისიდან ჩვენ შევძლებთ, ჩვენი 10 ათასი სამხედრო მომსამსახურე ავღანეთიდან გამოვიწვიოთ, ხოლო შემდეგ ზაფხულს ავღანეთიდან დაბრუნებულთა რიცხვი უკვე  33 ათასი იქნება. ამ პირველადი დაბრუნების შემდეგ ჩვენი თანამემამულეები იმის მიხედვით დაბრუნდებიან, თუ როგორ ჩაიბარებენ თვითონ ავღანელები უფლებამოსილებას“, –განაცხადა ობამამ.

მისი განცხადებით, 2014 წლისთვის ეს პროცესი მთლიანად დასრულებული იქნება და ავღანელი ხალხი თავად იქნება პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე.

ობამამ თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ამით ის ასრულებს იმ პირობას, რომელიც მან საკუთარ მოსახლეობას 2009 წელს მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი