ახალი ამბები

შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

22 ივნისი, 2011 • 1035
შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

შსს ხვალ იმ გეგმის წარმოდგენას აპირებს, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, “ქართული პარტიის” წევრებს უნდა განეხორციელებინათ მაისის ბოლოსთვის.

ასე გამოეხმაურა შსს “ქართული პარტიის” თავმჯდომარის, სოზარ სუბარის დღევანდელ პრესკონფერენციას, სადაც სუბარმა პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ტერაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მედიას და ეს ფაქტი შეაფასა, როგორც პოლიტიკური ტერორი “ქართულ პარტიაზე”.

“დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება მათი პარტიის ცალკეული  წევრების დაკავებისთან დაკავშირებით და გააპროტესტეს აღნიშნული ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 ივნისს, 12 საათზე, ჩაატარებს სპეციალურ ბრიფინგს, რპმელზეც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომლებიც ზემოთ ხსენებული პარტიის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ”, – ნათქვამის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია შსს–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

ამავე თემაზე:

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი