ახალი ამბები

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

22 ივნისი, 2011 • 1123
სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი  დააკავეს

დღეს  „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დაკავებულია პარტიის წევრი, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი.

მისი ინფორმაციით, წუხელ ღამე, დაახლოებით 02.00 საათზე, ტერაშვილის სახლში 20–მდე სამართალდამცავი შევიდა, რომლებმაც ტერაშვილს და მის მეუღლეს გადაადგილების და ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცეს. სახლში ჩატარდა ჩხრეკა და აბაზანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რის შემდეგაც დააკავეს ლევან ტერაშვილი.

„ქართული პარტიის“ ლიდერის თქმით, დაკავებულის მეუღლე ნათია სრესელი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა შუქი საგანგებოდ ჩააქრეს და ჩაატარეს ჩხრეკა, შემდეგ აანთეს აბაზანაში შუქი და გამოიტანეს იარაღი. სრესელი შუქის ჩაქრობას „ აბაზანაში სამართალდამცავების მიერ იარაღის შეტანას უკავშირებს“ .

სოზარ სუბარმა ეს დაკავება შეაფასა, როგორც პოლიტიკური ტერორი “ქართულ პარტიაზე”.

ჯერჯერობით, სამართალდამაცებს ამ ფაქტზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი