დაპირისპირება თსუ-ში [განახლებადი]

20:12 – სენატის წევრმა არნოლდ ჩიქობავამ სტუდენტებს შეთავაზება გააცნო, რომლის მიხედვითაც ორშაბათს სენატის პირველ მოსამზადებელი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელსაც დაესწრებიან სტუდენტები, გაფრინდაშვილი და სენატის წევრები. სტუდენტები ამ შეთავაზებას არ იღებენ და აცხადებენ, რომ სენატის სხდომას მხოლოდ 10 სტუდენტის დასწრება მათთვის მიუღებელია.

არნოლდ ჩიქობავა © ანა გვარიშვილი

არნოლდ ჩიქობავა © ანა გვარიშვილი

19: 52 – სენატის წევრები რექტორის კაბინეტში არიან შეკრებილები. რექტორის თქმით, დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა, მაგრამ სტუდენტები დაშლას არ აპირებენ, სანამ წერილობით განცხადებას არ მიიღებენ.

19:38 – სტუდენტები მოუწოდებენ პოლიციას, დატოვონ შენობა. ისინი ამბობენ, რომ დავალებული აქვთ აქ ყოფნა, თუმცა არ ამბობენ, ვისგან. მიუხედავად იმისა, რომ რექტორმა სამართალდამცველებს მოუწოდა, დაეტოვებინათ შენობა, ისინი მაინც დგანან პირველი კორპუსის შენობაში.

19:14 – ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი, თამაზ ჯოლოგუა სტუდენეტბთან მივიდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა: “ეს არის ჯანსაღი პროტესტი”.

UPDATE 19:13: სენატის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება.

UPDATE 19:10:

პროფესორები ჩვენს გვერდით ბ-ნმა ჯოლოგუამ და ქ-ნმა ლელა გაფრინდაშვილმა დაგვიჭირეს მხარი

Posted by Otto Kobakhidze on Thursday, March 10, 2016

UPDATE 18:51 – სტუდენტი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

UPDATE 18:49 – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები: მანანა შამილიშვილი და მარი წერეთელი, რომლებიც ასევე სენატის წევრები არიან, სტუდენტებთან მივიდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი თქმით, ისინი არ აპირებდნენ გაფრინდაშვილისთვის ხმის მიცემას და მათი აზრით, მან უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა.

UPDATE 18:45 – შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიციის მხრიდან “არანაირი ძალადობა არ ყოფილა”. “უნივერსიტეტში პატრული გამოიძახა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა, იმისთვის რომ არჩევნების ცატარებას არავინ არ შეუშალოს ხელი და უსაფრთხოება იყოს დაცული”.

UPDATE 18:40 – სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური, რომელიც ამავდროულად არის სენატის წევრი, ერთ-ერთი აქციის მონაწილეს ეუბნება, რომ ის არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებას, შევიდეს სენატზე და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. “ილუზიებში ნუ ცხოვრობთ. შენი უფლება მთავრდება იქ,ს ადაც იწყება ჩემი. მე ღიად არ გამომიხატავს ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, ვაძლევ თუ არა ხმას გიორგი გაფრინდაშვილს”, – ამბობს საბაური.

UPDATE 18:20 – პაპავამ განაცხადა, რომ თსუ-შ სამართალდამცველების შესვლა არ იყო დაგეგმილი და მათი ერთადერთი მიზანი სტუდენტების დაცვაა. პაპავამ მოუწოდა სამართალდამცველებს დატოვონ უნივერსიტეტი. პოლიციელები დაიშალნენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ გაფრინდაშვილი არ მოხსნის თავის კანდიდატურას

UPDATE 17:30 – თსუ-ს ლექტორის ალექსანდრე წურწუმიას თქმით, ლექტორები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ 13:00-დან დაიკეტებოდა პირველი სართული. მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც უნივერსიტეტში პოლიცია იმყოფება.

UPDATE 17:00 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და დაცვა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მივიდნენ ასევე პატრულის თანამშრომლები. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ლორთქიფანიძემ და ირაკლი კუპრაძემ, რომლებიც უნივერსიტეტის სენატის წევრები არიან, სტუდენტების გარეშე სენატში შესვლაზე უარი განაცხადეს. დაცვამ მათ შიგნით შეღწევის უფლება არ მისცა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად კანცლერის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. ამ ეტაპზე პოლიცია სენატის დარბაზში არავს უშვებს.

სტიდენტური აქცია 16:00 საათზე დაიწყო. ისინი არჩევნების დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.

აქცია თსუ-ში უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის წინააღმდეგაქცია თსუ-ში: სტუდენტები არჩევნების დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა და არ მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.

Posted by netgazeti.ge on Thursday, 10 March 2016

 

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს დღეს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი