ახალი ამბები

ბათუმში პარკირების ახალი საფასური

21 ივნისი, 2011 • 1188
ბათუმში პარკირების ახალი საფასური

ბათუმის საკრებულომ 21 ივნისს განსაზღვრა პარკირების საფასური ბათუმის ტერიტორიაზე.

პარკირების საფასური:

7 დღე _ 4 ლარი

30 დღე _ 10 ლარი

182 დღე _ 20 ლარი

365 დრე _ 40 ლარი

 

განსხვავებულია საფასური ტაქსებისთვის: ტაქსის მფლობელებმა ყოველთვიურად 2-ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ. ამ შემთხვევაში 30 დღეში გადასახდელი თანხა 20 ლარია.

 

ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის. საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული დადგენილებით, პარკირების საფასურის ამოღებაზე შპს `ბათუმის პარკინგი~ იმუშავებს და გადახდილი თანხაც `ბათუმის პარკინგის~ ანგარიშზე გადაირიცხება.

 

ახალი ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ეკა თარგამაძემ განმარტა, რომ ამ პროექტის მიღებას ორი მიზანი აქვს: პარკირების ორგანიზებულობა და ქალაქის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი