თბილისის მე-13 მოდის კვირეული 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო ROOMS TBILISI იქნება. ძირითად პოდიუმზე ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოადგნენ. 26 მარტს კვირეულის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და 2 კვირას გასტანს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდის“ ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.
თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. ასევე მყიდველები (ე.წ. Buyers): H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie.