ნეტგაზეთი | სანიკიძე მასწავლებელთა ტესტირებაზე: შედგები არ არის სახარბიელო, თუმცა უკეთესი მოლოდნი არ იყო სანიკიძე მასწავლებელთა ტესტირებაზე: შედგები არ არის სახარბიელო, თუმცა უკეთესი მოლოდნი არ იყო – Netgazeti
RU | GE  

სანიკიძე მასწავლებელთა ტესტირებაზე: შედგები არ არის სახარბიელო, თუმცა უკეთესი მოლოდნი არ იყო

საქართველოს განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ 2016 წლის იანვარში ჩატარებულ გამოცდეში მასწავლებელთა 83%-მა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკეთესი შედეგი მოსალოდნელი არ ყოფილა.
ეს განცხადება განათლების მინისტრმა 9 მარტს, მთავრიბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“რა თქმა უნდა, შედეგები არ არის ნამდვილად სახარბიელო, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი მოლოდინი ნამდვილად არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებიდან მოყოლებული ეს პრობლემა არსებობდა, ამიტომაც სახელმწიფომ შეცვალა თავიდან ბოლომდე სისტემა. თქვენ იცით, პედაგოგების მომზადების ხელშეწყობის, რომლისთვისაც შექმნა ის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა მასწავლებელს უკვე თანაბრად ექნება საშუალება, რომ მათთვის საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა ამოქმედდა 2015 წლის სექტემბრიდან. პირველად სისტემის ფარგლებში ჩატარდა 2016 წლის ზამთარში ტესტირება, ანუ გამოცდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განამვლობაში და წელიწადში ორჯერ, გადამზადების კვლადაკვალ ისინი შეძლებენ, რომ ჩააბარონ, ასე ვთქვათ, საგნობრივი ტესტი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ შედეგები და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მასწავლებლებისა, რომელთაც დააკლდათ ნახევარი, ერთი ან ორი ქულა, რომლებიც არიან პოტენციურად იგივე შემდეგ სეზონზე გამოცდის ჩამბარებლები. მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გამოსავალი სახელმწიფომ უკვე მოძებნა, სისტემა შეცვალა, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თუ დონორის მიერ ამ კუთხით განსახორციელებელ აქტოვობებს და ჩვენ ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი 16 მლნ დოლარის ოდენობით მიმართულია მასწავლებლის მომზადებასა და ხელშეწყობაში, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებებით. ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ხოო ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ცვლილება როდესაც ხდება, შედგები მეორე დღეს არ გვიდგება. აქედან გამომდინარე, მივყვებით იმ გეგმას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამის მხარდაჭერას მასწავლებლებისა, რომ მათ 3 წლის განმავლობაში უპასუხონ იმ გამოწვევებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ სახელმწიფომ დაუსახა,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი