ავიალაინერმა Ту-134–მა, რომელიც მოსკოვი–პეტროზავოდსკის რეისს ასრულებდა, დღეს, გამთენიისას, კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 44 ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა. ავიალაინერის ბორტზე მთლიანობაში 52 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 9 ეკიპაჟის წარმომადგენლები იყვნენ.
თვითმფრინავმა კატასტროფა პეტროზავოდსკის აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას განიცადა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია “შავი ყუთები”.
ავიაკატასტროფის მიზეზებს შორის განიხილება რთული კლიმატური პირობები, ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა.
ავიაკომპანია “რუსეირის” კუთვნილი ლაინერი მოსკოვიდან გუშინ, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, გაფრინდა პეტროზავოდსკის მიმართულებით.
