ამერიკული სამხედრო ხომალდი Monterey 20 ივნისს ბათუმის პორტში შევიდა, სადაც 23 ივნისამდე დარჩება.
საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ , «აშშ-ს საზღვაო ძალების გემი “მონტერეი” რამდენიმე წელია უკვე რეგულარულად არის შავი ზღვის რეგიონში და გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე».
173 მეტრის სიგრძის გემს აშშ-ს საზღვაო ფლოტის კაპიტანი, ჯეიმს კილბი მართავს. გემზე მსახურობს 43 ოფიცერი და 323 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე.