საზოგადოება

“ლევან გახელაძის განცხადება დემაგოგიურია”

18 მარტი, 2011 • • 1707
“ლევან გახელაძის განცხადება დემაგოგიურია”

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სპეციალური განცხადების გაავრცელებას აპირებს, რომლის ერთ–ერთი ადრესატი ჯონ ბასი იქნება.

27 თებერვალს ამერიკის ელჩი საქაერთველიში, ჯონ ბასი საზობადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა აქცენტების სტუმარი იყო. გადაცემაში იგი ქართული მედიის პრობლემებზე საუბრობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაზე საუბრისას  მან ერთ–ერთ პრობლემად სამეურვეო საბჭოსა და პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა დაასახელა, რომელიც ამ დრომდე არ შემდგარა.

„ გამიგია, რომ „პირველი არხის” ახალი ამბების ხელმძღვანელი უარს ამბობს, შეხვდეს სამეურვეო  საბჭოს წევრებს. ეს  გარკვეულწილად  იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ყალიბდება ახალი ამბების პოლიტიკა საქართველოში,” – განაცხადა ჯონ ბასმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში.

ლევან გახელაძემ დიპლომატის განცხადებას უცნაური უწოდა.

„არ მგონია, რომ ქართულ მედიაში  მხოლოდ ეს პრობლემა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ელჩი ასეთ დეფინიციებს არ უნდა აკეთებდეს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ იყო ინფორმირებული. ამიტომ მოვითხოვე აუდიენციას, სადაც მომიწევს გარკვეული საკითხების განმარტება. როდესაც აშშ-ს ელჩი ამავე სამასახურის მიერ მომზადებული გადაცემის პირდაპირ ეთერში გვაკრიტიკებს, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ,” – განაცხადა ლევან გახელაძემ.

Media.ge-წერს, რომ გახელაძემ ისაუბრა  „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 28–ე მუხლიზე, სადაც განმარტებულია, თუ როგორ და რა წესით უნდა ტარდებოდეს სამეურვეო საბჭოს სხდომები.  კანონის მიხედვით, სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და შიდა და გარე აუდიტის ხელმძღვანელს. ნებისმიერი სხვა პირის დასწრება კი  მხოლოდ სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარის ან გენერალური დირექტორის ინიციატივით  არის შესაძლებელი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინო დანელია ამბობს,რომ ლევან გახელაძის განცხადება დემაგოგიურია.

„ინიციატივა, რა თქმა უნდა, დირექტორის მხრიდან (გია ჭანტურია)არ ყოფილა,  ხათუნა ბერძენიშვილთან რომ გველაპარაკა, მაგრამ არც უარი ყოფილა საბჭოს თავმჯომარისგან, რომ  შეხვედრის წინააღმდეგი იყო. სულ იყო დაპირება, რომ აი, შემდეგ სხდომაზე მოვა. სულ ცდილობდნენ, მოუცლელობით აეხსნათ მისი მოუსვლელობა. კანონი არ დაურღვევია არც ერთ ჩვენგანს, რადგან არც ერთ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, რომ გახელაძე   სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხათუნა ბერძენიშვილის მოყვანის წინააღმდეგია,“–ამბობს დანელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი