საზოგადოება

დევნილების გამოსახლება განახლდა

24 იანვარი, 2011 • 2183
დევნილების გამოსახლება განახლდა

სატვირთო ავტომანქანებით დევნილების ნივთები გამოაქვთ
სატვირთო ავტომანქანებით დევნილების ნივთები გამოაქვთ

დღეს დილიდან დევნილების გამოსახლება მიმდინარეობს ჩხეიძის . #8-ში მდებარე ყოფილი ტექნიკუმის შენობიდან, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 140 ოჯახი ცხოვრობდა. შენობის ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცავები  არიან მობილზებული. შენობის დაცლა ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, დევნილები აცხადებენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, მათივე თქმით, ერთ დევნილზე 30 პოლიციელი მოდის. შენობიდან ამ დროისთვის სატვირთო ავტომანქანები  დევნილების ტვირთს ეზიდებიან.

დევნილების ნაწილი ამბობს, რომ მათ წალკაში უპირებენ გადასახლებას, ნაწილსფოცხო ეწერში, ნაწილის თქმით კი, მათ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს პირობა, რომ დაეხმარებიან თბილისში ალტერნატიული საცხორებელი ფართების მოსაძიებლად. დევნილები აცხადებენ, რომ თბილისის დატოვებას არ აპირებენ.

გამოსახლების პროცესი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ზუბალაშვილების . #42-ში მდებარე ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის შენობიდან, სადაც 48 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა: აქედან 30 – აფხაზეთიდან დევნილია 1993 წლის კონფლიქტის შემდეგ, 18 კი – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კოდორის ხეობიდან დევნილი.

დღეს დილიდან გავრცელდა ინფორაცია, რომ დევნილებს ასახლებენ კიდევ სხვა რამდენიმე ობიექტიდან – 185- სკოლის შენობიდან, სამღერეთის ქუჩიდან, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფთალმოლოგიის კლინიკიდან და უზნაძის ქუჩაზე მდებარე საქენერგოს ყოფილი შენობიდან. უზნაძის ქუჩიდან დევნილების გამოსახლების პროცესი არ დაწყებულა, იქ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათთან ჯერ სამართალდამცავები არ გამოჩენილან. სხვა ობიექტებში არსებული მდგომარეობის თაობაზე ნეტგაზეთი ინფორმაციას აზუსტებს.  

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დევნილები თბილისის 25-მდე ობიექტიდან უნდა გამოასახლონ, იძულებითი გამოსახლების პროცესი სამართალდამცავებმა 20 იანვარს დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი