ნეტგაზეთი | “როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალია?” “როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალია?” – Netgazeti
RU | GE  

“როგორ მოვიქცე, თუ ჩემი შვილი ჰომოსექსუალია?”

ლაურა შლეზინგერი – ცნობილი ამერიკელი რადიოწამყვანი. გადაცემის მსვლელობისას ის პასუხობდა რადიომსმენელების ზარებს, რომელთაც ეხმარებოდა რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსვლაში. რამდენიმე თვის წინათ მას დაუკავშირდა მშობელი, რომლის მოზარდი შვილი ჰომოსექსუალი იყო. რჩევის სახით შლეზინგერმა მშობელს ლევიანთა წიგნი მიუთითა და მე-18 თავის გადაკითხვა (ძველი აღთქმის მესამე წიგნი) ურჩია. ამ თავში– «ქორწინება და სექსუალური კავშირების საზიზღრობა» – წერია, რომ ჰომოსექსუალობა საზიზღრობაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ამ გადაცემის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ღია წერილი, რომლის ადრესატი გახლდათ ქალბატონი ლ. შლეზინგერი. გთავაზობთ ამ წერილის ქართულ თარგმანს.

«ძვირფასო ქ-ნო ლაურა, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენ მიმართ, რადგანაც ადგილი მიუჩინეთ იმ აღვირახსნილ და რჯულის კანონის დამრღვევებს. ყურადღებით ვუსმინე თქვენს გადაცემას და ბევრი საინტერესო დასკვნაც გამოვიტანე, რომლებსაც ვუზიარებ ჩემს სანაცნობოს. როგორც კი ვინმე  ჰომოსექსუალების დაცვას შეეცდება, ლევიანთა წიგნიდან «ჰომოსექსუალობა საზიზღრობაა» ციტატა მომყავს ხოლმე. მაგრამ მექმნება სირთულეები ბიბლიის ზოგიერთი კანონის მიმართ:

როდესაც ვწვავ ხარს ჩემს საკურთხეველზე, ვიცი, რომ ეს არომატი ღმრთისთვის საამურია (ლევ §1:9). მაგრამ ერთი პრობლემა მექმნება: მეზობლები მკიცხავენ ამისათვის და ამბობენ, რომ მათთვის ეს სუნი საზიზღრობა. ვალდებული ვარ თუ არა, დავსაჯო ისინი ამის გამო?

ჩემი ქალიშვილის მონად გაყიდვა მინდა, როგორც ეს გამოსვლის წიგნშია დაწერილი (§21:7). როგორ ფიქრობთ, რა ფასი შემიძლია დავადო მას დღეს?

ლევიანთა წიგნში წერია, რომ მონების ყოლის უფლება მაქვს, მიუხედავად იმისა, ქალი იქნება ის თუ  კაცი; მაგრამ, ლევიანთა წიგნის მიხედვით, ისინი მეზობელი ხალხებიდან  უნდა იყვნენ. ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ეს მექსიკელებს ეხება , მაგრამ არა კანადელებს. შეგიძლიათ თუ არა ამოხსნათ ეს პრობლემა? რატომ არ შემიძლია ვიყოლიო კანადელი მონა?

ჩემი მეზობელი შრომობს. შაბათ დღეს  მუშაობს და ამით არჩენს თავსა და ოჯახს. გამოსვლის წიგნში (§35:2) ნათლად არის მითითებული, რომ ასეთი ცოდვის ჩადენისთვის ადამიანებს სიკვდილით დასჯა უნდა შეეფარდოთ. რჯულის კანონის მორალიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ თუ არა, აღვასრულო  ეს მოთხოვნა და საკუთარი ხელით მოვკლა მეზობელი?

ჩემი მეგობარი მიმტკიცებს, რომ ხამანწკების ჭამაა საზიზღრობაა (ლევიანთა §11:10), მაგრამ არა იმაზე მეტი საზიზღრობა, ვიდრე ჰომოსექსუალობა. მე მას ამაში არ ვეთანხმები. შეგიძლიათ ნათელი მოჰფინოთ ამ დავას?

მიუხედავად იმისა, რომ რჯულის კანონში მკაცრად არის აკრძალული (ლევიანთა §19:27), ჩემი მეგობრების უმრავლესობა –  მამაკაცები – თავზე თმებს იჭრიან და წვერსაც იპარსავენ. როგორ უნდა მოკვდნენ ისინი?

ბიძაჩემი ფერმერია. ერთ მინდორზე სხვადასხვა კულტურის მარცვლეული აქვს დათესილი და  არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ წმინდა წერილში მითითებულია,  ამის გამკეთებელი მკაცრად დაისაჯოს.  ხოლო მისი ცოლი იცვამს ორნაირი სახეობის ნაჭრის ტანსაცმელს, ამას გარდა,  ხშირად იგინება და მკრეხელობს! დანამდვილებით საჭიროა თუ არა მთელი ქალაქის მოხმობა იმისთვის, რომ ქვებით ჩავქოლოთ ისინი, რიგორც არის მითითებული ეს რჯულის კანონში (ლევიანთა §24:10-16)? ნუთუ არ შეიძლება, უბრალოდ ოჯახურ გარემოში ჩავქოლოთ და დავწვათ ისინი?

ჩემთვის ცნობილია, რაოდენ ღრმად და ფუძისეულად სწავლობთ წმინდა წერილს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ დამეხმარებით ამ პრობლემების მოგვარებაში, რათა ღმრთის სიტყვა დავიცვათ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვახსენებთ ღმრთის სიტყვის მარადიულობასა და «ცხოველმყოფელობას».

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნაწყვეტი "განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის" თარგმანიდან