უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ორბანი 16 წელი იყო უნგრეთის სათავეში, ამიტომაც ამ  არჩევნებს ისტორიულ არჩევენბს უწოდებდნენ მისი  მმართველობის დასრულების შესაძლებლობის გამო.

„არჩევნების შედეგები ცხადია და მტკივნეული”, – მიმართა ვიქტორ ორბანმა თავის მხარდამჭერებს. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარიმ განაცხადა, რომ ორბანმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

უნგრეთის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მადიარის პარტიამ ხმების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღო.

13 აპრილის 03.46 საათის (თბილისის დროით)  მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 98.82%. მანდატების რაოდენობა კი ასე ნაწილდება:

Tisza – მადიარის პარტია: 138 მანდატი

Fidesz – ორბანის პარტია: 55 მანდატი

MH – ულტრამემარჯვენე პარტია: 6 მანდატი

მადიარის მხარდამჭერები ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და იქ ელოდნენ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას, რომელსაც ზეიმი მოყვა.

პეტერ მადიარი მიმართავს მხარდამჭერებს.  ფოტო: EPA/Robert Hegedus

“ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო” – ასე მიმართა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, “ტისას” ლიდერმა პეტერ მადიარიმ ბუდაპეშტის ქეჩებში მოზეიმე მხარდამჭერებს.

EPA/Tibor Illyes
EPA/Robert Hegedus

მადიარის და უნგრელ ხალხს უკვე მიულოცეს გამარჯვება ევროპის ლიდერებმა. “უნგრეთის ადგილი ევროპის გულშია”, – თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

უნგრელ ხალხს  და მადიარის გამარჯვება მიულოცა საქართველოს ოპოზიციის ალიანსმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ჯერჯერობით არჩევნების შედეგებს არ გამოხმაურებიან დამარცხებული ორბანის მოკავშირე  “ქართული ოცნების” ლიდერები, რომელთა ნაწილი უნგრეთში არჩევნებს “აკვირდებოდა”.
არჩევნების შედეგებს ჯერჯერობით ასევე არ გამოხმაურებიან ორბანის მოკავშირე რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები.