სამოქალაქო აქტივისტებს, ზვიად მჟავანაძეს და საბა გელაშვილს მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ტროტუარზე დგომი გამო.  

ორივეს ოთხ-ოთხდღიანი პატიმრობა შუფარდა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ. 

მას შემდეგ, რაც საქართველოში უკიდურესად  შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება, ტროტუარზე დგომის და პროტესტის ამ ფორმის გამოც კი აპატიმრებენ პროვეროპელ მოქალაქეებს. 

ზვიად მჟავანაძეს და საბა გელაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო  2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე მოქალაქეების გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.  მოსამართლემ სრულად გაიზიარა შსს -ს ეს მოსაზრება. 

პროტესტის შემზღუდავი რეპრესიული კანონმდებლობით, თუ მოქალაქე ამ მუხლს მეორედ დაარღვევს, მის მიმართ უკვე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება. ამ შემთხვევაში პატიმრობის ვადა ერთ წლამდეა განსაზღვრული.

ამ თემაზე:

პროტესტის შეზღუდვა: როგორ კრძალავს „ოცნება“ ტროტუარზე დგომასაც კი