აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს ირანის სამხედრო პოლიციას და რევოლუციის გუშაგთა კორპუსს:
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ირანის სამხედრო პოლიციას – დაყარეთ იარაღი და მიიღეთ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი გელით. ეს იქნება გარდაუვალი სიკვდილი და ეს არ იქნება სასიამოვნო სანახავი“.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანში საბრძოლო ოპერაციები გაგრძელებდა ბოლომდე:
„საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, კიდევ იქნება“ აშშ-ის დანაკარგები. თუმცა ამერიკა შურს იძიებს მათი სიკვდილისთვის და ყველაზე მკაცრ დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს, რომლებმაც ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს ცივილიზაციას”.
ამასთან, ტრამპი ირანელ ხალხს მიმართავს: “დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა”.
„მოვუწოდებ ირანელ პატრიოტებს, მათ, ვისაც თავისუფლება სურთ, გამოიყენონ ეს მომენტი და იყვნენ მამაცები. იყავით გაბედულები, იყავით გმირები და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა. ამერიკა თქვენ გვერდითაა”.
- 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბა თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს აღიარა. ის თავის ოფისში მოკლეს შაბათს, გამთენიისას.
- პენტაგონის ცნობით, დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო.
- ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა სინაგოგა თელ- ავივში, დაიღუპა 9 ადამიანი.
- ირანის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა ირანში, მათ შორის ბავშვები. ირანი აცხადებს, რომ დაიბომბა სკოლის შენობა, თუმცა ეს ცნობები სხვა წყაროების მიერ დადასტურებული არაა – ირანში გათიშულია ინტერნეტი, არ უშვებენ საერთაშორისო მედიას და მწირი ინფორმაცია ვრცელდება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე.








