საზოგადოება

ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფეისბუქზე კომენტარის გამო

26 თებერვალი, 2026 •
ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფეისბუქზე კომენტარის გამო

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარის გამო.  ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება 26 თებერვალს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ჩხარტიშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს ნეტგაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო. სტატია ეხებოდა 4 თებერვალს ტროტუარზე დგომის საბაბით სამართალდამრღვევად ცნობილ ადამიანებს. 

სტატიის სათაურში გამოტანილი იყო მოსამართლის ფრაზა “აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“. სტატიის ქვეშ ლაშა ჩხარტიშვილის ფეისბუქ-ექაუნთიდან არის დაწერილი კომენტარი: “აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?”.

კომენტარი ფეისბუქზე, რის გამოც ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით დააპატიმრეს.

ოფიციალურად სწორედ ამ კომენტარის გამო ჩხარტიშვილი დაადანაშაულეს მოსამართლე დავით მაკარაძის შეურაცხყოფაში  და 5 -დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

თუმცა თავად ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამრღვევად მისი ცნობა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ პერფორმანსს. 18 თებერვალს “ქართული ოცნების” დამფუძნებელს 70 წლის იუბილე ჩხარტიშვილმა “შავი მიწის ტორტით” მოულოცა .

მასალების გადაბეჭდვის წესი