საზოგადოება

ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა 

12 თებერვალი, 2026 •
ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა 

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. 

სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 12 თებერვალს, დილით დატოვა. 

“უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ბევრი პოლიტიკური პატიმარი რჩება ციხეში, თუმცა მალე ეს უხერხულობა გარდაიქმნება მათი თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.

გვარამია 2025 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ის სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გაასამართლეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. გვარამია არ გამოცხადდა  „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელ  კომისიის სხდომაზე. კომისიას  თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. 

აღნიშნული ბრალდებით ასევე დააკავეს  ოპოზიციის სხვა ლიდერები, რომლებაც ასევე უკვე დატოვეს ციხე. 

2025 წლის ნოემბერში პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით. ამ ბრალზე გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი