ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ.
ბრალის წარდგენა რუსთავის ციხეში, 15:00 საათზეა დანიშნული.
„დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოსდა მოხდა რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში ჩატარებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე [თორნიკე] ქოჩქიანთან მიმართებით. ჩვენ ყველანი ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველ შემთხვევაში მე, არ დამიფიქსირებია“, — განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ნიკა მელიას ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყოს ყოველთვიურად ახალი ბრალის წაყენებით.
„ერთი წლის განმავლობაში, მე მგონი, მეოთხე ბრალდებაა და, როგორც ჩანს, უნდათ ნიკას გატეხა… რომ იგი ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. მაგრამ, ალბათ, ვერ გაიცნეს ეს ადამიანი. მიუხედავად ამ უსამართლობისა, რაც მის თავს ტრიალებს წლების განმავლობაში, იგი არათუ გატყდა, ბევრად უფრო მოტივირებულია და ბევრად უფრო ასხივებს ბრძოლის ჟინს“, — დასძინა მელიამ.
ნიკა მელიას მსჯავრდადებულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე მას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა.
მელიას ასევე ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზე.







