დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხ-ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტებს ტროტუარზე გამოხატული პროტესტისთვის.
სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია პირველები არიან, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს “ოცნების” მიერ გამოხატვის თავისუფლების უკუდურესად შემზღუდავი ახალი კანონის მიღების შემდეგ.
მეგრელიშვილი და ჯამბურია მონაწილეობდნენ 2025 წლის დეკემბერში, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც ტროტუარზე გაიმართა მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” უკიდურესად შეავიწროვა რეპორესიული კანონმდებლობით.
იურისტების და უფლედამცველების განმარტებით, კანონი, რომლითაც “ოცნება” ტროტუარზე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არის ანტიკონსტიტუციური.
ტროტუარების საქმეზე დღეს სასმაართლო ასევე განიხილავს ლუკა ნაგლიაშვილის, ანი ახმეტელის, მიშა ზაქარეიშვილის, ნათია ჭავჭანიძის და ნუკრი კაკულიას საქმეებს.
ამავე თემაზე:
2025 წლის რეპრესიები: 23 მოქალაქე დასჯის მოლოდინში ტროტუარზე პროტესტის გამო
