საზოგადოება

მზია ამაღლობელის 2-წლიანი პატიმრობა სააპელაციომ ძალაში დატოვა

18 ნოემბერი, 2025 •
მზია ამაღლობელის 2-წლიანი პატიმრობა სააპელაციომ ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი და 2-წლიანი პატიმრობის სასჯელი ძალაში დატოვა.

საქმეს განიხილავდნენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მისთვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.

დაცვის მხარე მოითხოვდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოუსმინა სასამართლომ.

მასალა განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი