საზოგადოება

3 ნოემბერს საღამოს ისევ დააკავეს რუსთაველის აქციის მონაწილეები

4 ნოემბერი, 2025 •
3 ნოემბერს საღამოს ისევ დააკავეს რუსთაველის აქციის მონაწილეები

3 ნოემბერს საღამოს ისევ დააკავეს რუსთაველის გამზირის აქციის რამდენიმე მონაწილე.

არსებული ინფორმაციით, დაკავული არიან: ირაკლი კალანდაძე, ანა ბდეიანი, ლეილა ცომაია, ანუკა გამსახურდია  და ნანა ჯაფარიძე.

დაკავებულთა შორის არის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია დაკავებულთა შესახებ.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი