საზოგადოება

დააკავეს პედაგოგი მანანა ჯავაშვილი, მის შვილებსა და დას კი სასამართლოში იბარებენ

3 ნოემბერი, 2025 •
დააკავეს პედაგოგი მანანა ჯავაშვილი, მის შვილებსა და დას კი სასამართლოში იბარებენ

სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს მასწავლებელი და თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მანანა ჯავაშვილი.

გარდა ამისა, იმავე საბაბით საგამოძიებო უწყებაში დაბარებული არიან მისი ორი შვილი: გიგა და ლადო წიბახაშვილები, ასევე და – მასწავლებელი ეკა ჯავაშვილი.

ეს ინფორმაცია მანანა ჯავაშვილის შვილმა, პედაგოგმა და მუსიკოსმა მარიამ წიბახაშვილმა გაავრცელა.

ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით ადამიანი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს “გზის გადაკეტვისა” და აქციაზე პირბადის ტარების საბაბით.

ახალი კანონებითა და პრაქტიკით შსს ცდილობს დაუპირისპირდეს რუსთაველის პროტესტს, რომელიც თითქმის ერთი წელია უწყვეტად კეტავს გამზირს საღამოს საათებში. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებას, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ფოტო © რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი