31 ოქტომბერს დაკავებულ ქართველ დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის დაკავების გამო ქართველი დიპლომატების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოება მიმართვენ.
განცხადებაში ისინი გმობენ დიპლომატის დაკავებას, რომელმაც 17 წელზე მეტი ხანი მუშაობდა საგარეო უწყების სხვადასხვა სტრუქტურაში და ემსახურებოდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის იდეას.
განცხადებით დიპლომატები სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებენ საქართველოში არსებულ საელჩოებს და საერთაშორისო პარტნიორებს და თხოვენ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამ საქმის მიმართ.
“იმ ადამიანების დაცვა, რომლებმაც კეთილსინდისიერად ემსახურენ ქართველ ხალხსა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დიპლომატიის ღირსებისა და სანდოობის შესანარჩუნებლად”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 40-მდე დიპლომატი აწერს. მათი უმრავლესობა საგარეო სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.
გიორგი წიქარიშვილი 31 ოქტომბერს საღამოს დააკავეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. მის საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
წიქარიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდა. 2025 წელს ის დაითხოვეს სამინისტროდან “რეორგანიზაციის” საბაბით. ის აპროტესტებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. წიქარიშვილი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს ღიად აკრიტიკებდა რუსულ კანონს.
როგორც საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ – ქართველი დიპლომატი რუსულ კანონზე








