საზოგადოება

თბილისში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

5 ოქტომბერი, 2025 •
თბილისში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს

პოლიციელის დაჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1991 წელს დაბადებული მ.გ.-მ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორი, 1993 წელს დაბადებული პოლიციის კაპიტანი ბ.ბ. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მ.გ.-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“, თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმამდე საპატრულო ეკიპაჟმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდა.

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი