მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული პარტია იმარჯვებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ პარტიას ხმების 50.14% აქვს მიღებული, პრორუსულ კოალიცია “პატრიუტულ ბლოკს” კი -24.19%. დათვლილია ხმების 99.87%

ამ შედეგების მიხედვით, სანდუს პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.

წინასწარი შედეგებით პარტიების მონაცემები:


  • მოქმედების და სოლიდარობის პარტია – 50.14 %
  • პრორუსული კოალია “პატრიოტული ბლოკი” – 24.2 %
  • პარტია “ალტერნატივა” – 7.97%
  • “ჩვენი პარტია” – 6.21% 
  • დემოკრატიული პარტია – 5.62%
  • სხვა პარტიები – 6%