საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის დემოკრატიული პროცესი.

„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობილია, რომ კობახიძე კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ოთხივე იმ პარტიას მოიაზრებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგების საფუძველზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

  • ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
  • ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის
  • ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია
  • გიორგი გახარიას პარტია