„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
„კაპიკს არ გადავიხდი! დამიყადაღებენ ანგარიშებს 2 მცირეწლოვანი შვილის დედას და ნახავენ, რა შემიძლია და როგორ! „თიბისის“ და „საქართველოს ბანკსაც“ სათანადო პასუხს მოვთხოვ, თუ „ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” დაძახების გამო ანგარიშებს დამიყადაღებენ!“ — დაწერა სოციალურ ქსელში მაგდა მამუკაშვილმა.
მანამდე, მოსამართლე დავით თეთრაულმა ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” წევრ ლიკა ლორთქიფანიძეს.
მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო უჩივის. 17 მაისს თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“
შსს იმ აქტივისტების პატიმრობას ითხოვს, რომლებსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა
