აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია თბილისში, სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების მუქარაზე. საელჩოში ამბობენ, რომ აქვთ ინფორმაცია “თბილისი მოლში”, “გალერეა თბილისსა” და “ისთ ფოინთში” სავარაუდო აფეთქების მუქარის შესახებ.
განახლება [19:40]: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ “შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინებაზე”.
საელჩო თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ამ ადგილებს და დაელოდონ ინფორმაციის დაზუსტებას.
ბომბის არსებობის ალბათობაზე არცერთ ოფიციალურ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია. “ნეტგაზეთი” ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თუმცა ჯერჯერობით უწყებებისგან პასუხს ვერ ვიღებთ.