აქტივისტმა ნუცა მახარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სახეზე ლურჯი საღებავი აქვს შესხმული.
როგორც მან დაწერა, ის და კიდევ ორი პირი აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, ლიფტთან უცნობმა პირმა საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
მოგვიანებით ნუცა მახარაძემ ნეტგაზეთთან თქვა, რომ არ დაუნახავთ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც მათ ლიფტთან თავს დაესხა, თუმცა ხმით მიხვდნენ, რომ მამაკაცი იყო.
“სასწრაფო გამოვიძახეთ, რადგან ალერგიული რეაქცია გვაქვს, შესაბამისად, მოვიდა პოლიციაც”, – თქვა ნუცა მახარაძემ.