საზოგადოება

დადიანის ქუჩაზე შენობაში ჭერი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

4 მაისი, 2025 •
დადიანის ქუჩაზე შენობაში ჭერი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

თბილისში, დადიანის ქუჩის 4 ნომერში 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ჭერი ჩამოინგრა და პირველ სართულზე, აფთიაქის ტერიტორიაზე ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა სულ მცირე 2 ადამიანი. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სამაშველო სამსახურებმა ქუჩის 2, 4 და 6 ნომრებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ სახანძრო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი