საზოგადოება

14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

30 იანვარი, 2025 •
14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებული არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, და მიუთითებენ ევროპის საბჭოს კომისრის განცხადებაზე, რომ ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია.

„ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ ჯერ კიდევ არც ერთი პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ,საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის საელჩოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი