რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, ზოგმა კი დაზიანება მიიღო.
რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობის გახსნის შემდეგ, აქციის მონაწილეები ქაშვეთთან ზებრაზე იდგნენ, რა დროსაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო. თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აქციის მონაწილე ქალებს მიმართავდნენ, სახლში წასულიყვნენ და საჭმელი მოემზადებინათ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის არეში დაზიანება მიიღო.
უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დააკავეს რუსთაველის მიმდებარედ. დაშავებულებს შორის არიან ქალები.