საზოგადოება

პროევროპული დემონსტრაცია “დელისთან ფოიერვერკით დასრულდა

4 დეკემბერი, 2024 •
პროევროპული დემონსტრაცია “დელისთან ფოიერვერკით დასრულდა

საპროტესტო აქცია თბილისში 4 დეკემბრის დილას, 06.00 საათზე მეტრო “დელისთან” ფოიერვერკით დასრულდა.

მანამდე მომიტინგეები თითქმის ორი საათის განმავლობაში მსვლელობას აწყობდნენ თბილისის ქუჩებში.

რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარედ 03.30 საათზე განსაკუთრებით გააქტიურდა სპეცრაზმი, მომიტინგეების დასაშლელად გაუშვეს მხუთავი აირი. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით მსვლელობა მოაწყვეს თბილისის მერიისკენ. აქ მცირე ხნით შეყოვნდნენ, მერე კი მეტრო “დელისამდე” იარეს, თან მღეროდნენ.

მეექვსე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად არბევს. დაკავებული, ნაცემი და მძიმედ დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი